მხარის ზოგადი დახასიათება:
ტერიტორიის ფართობი: 6518,8 კმ2 ;ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი; მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის 236 კმ;კლიმატი _ იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. აღსანიშნავია, რომ მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, მაგრამ დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38, +400ჩ. ნალექების რაოდენობა 100-200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს;
წყლის ძირითადი არტერიები: მდ. რიონი და ყვირილა.
ხელისუფლება:
იმერეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია: უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვ. მოსახლეობა და დასაქმება:
მოსახლეობის რიცხოვნობა 1/01-2006 წ. – 700,1 ათ. კაცი:მათ შორის: ქალაქის – 327,1 ათ. კაცი; სოფლის – 373 ათ. კაცი; მოსახლეობის სიმჭიდროვე 1/01-2006 წ. – 107 კაცი/კმ2.მოსახლეობის მთლიანი რაოდენობიდან სულ დასაქმებულია – 362,4 ათ. კაციმ.შ. დასაქმებულია ეკონომიკაში – 123,2 ათ. კაცი -უმუშევართა რიცხოვნობა – 41,8 ათ. კაცი.
განათლება და კულტურა:
მხარეში ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
კულტურის ძეგლები:
არქიტექტურული ძეგლები
იმერეთი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაგებობებით. იმერეთის ორი ძეგლი: გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კუტურის საგანძურშია შეტანილი.
კურორტები და დასასვენებელი ზონები:
„საირმე“, „ზეკარი“, სიმონეთი, „სულორი“, ბალნეოლოგიური კურორტი „ამაღლება”, ,,ნუნისი”, საწირე, წყალტუბო.
Комментариев нет:
Отправить комментарий